LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „სამოთხის მსგავსი აფხაზეთი მომავლისა და განვითარებისთვის მიუვალი, ჩაკეტილი მიწაა და ეს ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხლად დარჩენილი ქართველები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს, სანამ რუსული ბოროტებისგან არ გავთავისუფლდებით“

154
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოხუმის დაცემის 31 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „აფხაზეთის მიწას თანდათან რუსები ანაცვლებენ და მათ [აფხაზებს] განვითარების პერსპექტივას ართმევენ“:

„სოხუმი „დაეცა“, ერთი შეხედვით ჩვენთვის, რადგან გენოციდი ქართველების მოეწყო, თუმცა სოხუმი (აფხაზეთი) აფხაზებისთვისაც დაეცა. მათ თანდათან ანაცვლებენ რუსები და სხვა კავკასიელები და ეპატრონებიან მიწას, მათ განვითარების პერსპექტივას ართმევს რუსეთი.

სამოთხის მსგავსი აფხაზეთი სიძულვილით მოჯადოებული და მომავლისა და განვითარებისთვის მიუვალი, ჩაკეტილი მიწაა ამჟამად და ეს ასე იქნება მანამ, სანამ არ აღდგება ის ბალანსი, როგორიც ომამდე იყო, სანამ ცოცხლად დარჩენილი ქართველები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს, სანამ რუსული ბოროტებისგან არ გავთავისუფლდებით აფხაზებიც და ჩვენც.“- წერს ნათია ფანჯიკიძე.

ფოტოები: ჯონ ჯონსი, The Sunday Times

სოხუმი "დაეცა", ერთი შეხედვით ჩვენთვის, რადგან გენოციდი ქართველების მოეწყო, თუმცა სოხუმი (აფხაზეთი) აფხაზებისთვისაც…

Posted by Natia Panjikidze on Thursday 26 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g