LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავის გამო, საქართველოს დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაშვებულია

165

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზეც დაეშვა.

დროშა დაშვებულია პრეზიდენტის სასახლეზეც და ასევე, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზეც.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები