LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმის ხელა ტერიტორია მიიტაცეს.. ჩვენს ხალხს სახლები, სალოცავები დააკარგვინეს.. ჩვენ ვიღებთ იმავე რუსებს არა ტურისტებად, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს..“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი 

128
Untitled design (49)

„90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს,“- მიხეილ სააკაშვილი რუსების საქართველოში შემოსვლაზე, სოციალურ ქსელში, პოსტს წერს:

„2012 წლის შემდეგ ე.წ ბორდერიზაციით დამატებით სოხუმის ხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად – ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს.

ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს, ასეთ ე.წ მშვიდობას მოჰყვება ბევრად დიდი მსხვერპლი, უსამართლობა, განადგურებული თაობები!

 

90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი…

Posted by Mikheil Saakashvili on სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2023

საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g