LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ ე.წ. კანონიერი ქურდები მოკლეს

971
ebabf9dcf63c15381d3a9ba017f30ee6

სოხუმის ცენტრში, კაფე „სან რემოს“ მიმართულებით სამმა ნიღბიანმა ავტომანქანიდან ავტომატური იარაღიდან უმისამართო ცეცხლი გახსნა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ინტერფაქსის” ცნობით რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია. გარდა ამისა, საავადმყოფოში გარდაიცვალა „სან რემოს“ თანამშრომელი ქალი.

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა დღეს 17:00 საათიდან ცალმხრივად ჩაკეტა.

სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g