LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოხუმში სანქტ-პეტერბურგიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

112
SONY DSC

საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესი“ ინფორმაციით, 14 აგვისტოდან ავიაკომპანია iFly სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს.

პირდაპირი რეისები ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

რუსულმა ტუროპერატორებმა აღნიშნული რეისით ტურების გაყიდვები უკვე დაიწყეს. აქამდე სანქტ-პეტერბურგიდან სოხუმში ფრენა მხოლოდ ტრანსფერით იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის, ამჟამად რუსეთიდან სოხუმში ტრანსფერის გარეშე ჩაფრენა ისეთი ქალაქებიდანაა შესაძლებელი, როგორებიცაა მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ხანტი-მანსი და სარატოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g