LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოკოთი მოწამლული სამი ადამიანიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა

1111
D345200A-0564-46ED-BEBE-6B896A604AE5-cx0-cy10-cw0-w1023-r1-s

ლენტეხის რაიონში, სოკოს ჭამის შედეგად 3 ადამიანი მოიწამლა, რომელთაგან ერთ ადგილზევე დაიღუპა. მოწამლულებიც და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.

მოწამლული 76 და 67 წლის პაციენტები კრიტიკულ მდგომარეობაში, ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. 

როგორც ჟურნალისტებს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორმა დავით ჯანაშიამ განუცხადა, პაციენტებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებათ.

უცნობია რა ტიპის სოკოს მოჰყვა მძიმე ინტოქსიკაცია.

“ერთი პაციენტი ადგილზე, მოწამვლიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა. ჩვენთან მოთავსებულია ორი პაციენტი, ორივე კრიტიკულ მდგომარეობაში. სოკოს ვერ ასახელებენ, მაგრამ ჩვენი კვლევების მიხედვით, ე.წ. მუსკარინის ტიპის მოწამვლა აღენიშნებათ და მიმდინარეობს შესაბამისი თერაპია,” – აცხადებს დავით ჯანაშია.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები