სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს, – ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალური ქსელში წერს.
„სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს.
ეს თეატრი მაშინ დაჩაგრეს პირველად, როდესაც მათთვის განკუთვნილი შენობა რიყეზე არ მისცეს და საწყობად აქციეს და ახლა საბოლოოდ ანადგურებენ.
ჩემი მხარდაჭერა მათ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილის გათავისუფლების მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ უწყების მხრიდან „არაერთგზის გაფრთხილების“ მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.
შეგახსენებთ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „საპროტესტო მანიფესტი“ გამოაცხადა. თეატრი, რომლის მსახიობი საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძეა, რამდენიმე თვეა გაფიცულია.
ამავე თემაზე იხილეთ ვრცლად:
„მივმართავ თეატრალურ კომფორტში ჩამთბარ და ჩაბიჟვინებულ „მოღვაწეებს..“ – რას წერს დათა თავაძე
„ეს არის პასუხი მანიფესტს…ქუჩაში გამოსვლაა საჭირო“ – სოფო ნიჟარაძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
„დოი გაუშვეს და ჩვენ თეატრი აღარ გვაქვს!“ – გიგა დათიაშვილი
„დათო დოიაშვილის გათავისუფლება არასწორია, არასწორი“ – ქეთი დოლიძე