LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს ვინც უთანასწორო ბრძოლაში სიმართლის მხარესაა – ვახუშტი მენაბდე

77
მენაბდე

კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლემენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოქალაქეები მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. აპროტესტებენ დიდი ხანია, საოცარი მიზანდასახულობით და მედგრად. თუმცა ეს ამბავი საინფორმაციო სივრცეში ადგილს ვერ იკავებს. ჩვენს პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ხალხის პრობლემები, მათ ძალაუფლება არა ქვეყნის, არამედ საკუთარი უკეთესი მომავლისთვის უნდათ.

მონაწილეების ამას ყვებიან: „ჯაჭვი გავაკეთეთ და ისე ვიდექით. პოლიცია მოგვაწვა და ჩვენ რადგან ერთმანეთზე ვიყავით გადაბმული ჯაჭვებით, ყველა წავიქეცით და შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცეებს. სხვანაირად ვერ დაშალეს ეს ხალხი, რადგან გადაბმულები ვიყავით და ძალით ათრიეს.“

ამაზე არ არის live ჩართვები, არ იქმნება საგანგებო მდგომარეობა, არავითარი ფორსმაჟორი და არავინ ითხოვს სასწრაფო რეაგირებას, არავინ გაჩქარებს.

ამ პირობებში, დანარჩენ მოქალაქეებს, ვისაც სამართლიანობა გვიყვარს, ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთი მოვნახოთ, დავუდასტუროთ სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს ვინც უთანასწორო ბრძოლაში სიმართლის მხარესაა,“ – წერს ვახუშტი მენაბდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g