LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოლიდარობის პაკეტი“ – EBRD საქართველოს დახმარებას აძლიერებს

72
picture2-ebrr-otkazalsja-r-344528-p0

EBRD და საქართველო თანამშრომლობას აძლიერებენ, რადგან ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის გავრცელების გამოწვევის წინაშე დგას.

EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ ერთი მილიარდი ევროს ოდენობით არსებული კლიენტებისთვის 38 ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, – ამის შესახებ აღნიშნულია EBRD-ის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ერთობლივი ძალისხმევა იყო ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო ზარის მთავარი თემა.

„ევროპის რეკონსტრუქტიისა და განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ იმ უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ბანკმა მოახდინა საქართველოს მხარდასაჭერად. EBRD-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ხელს შეუწყობს COVID-19 გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა. მსურს კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას მუდმივი თანადგომისათვის. იმედს გამოვთქვამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, საქართველოს ეკონომიკა შეძლებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით უპასუხოს ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მატეო პატრონიმ დადებითად შეაფასა EBRD-სა და სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც მთავრობა დგამს კრიზისთან გასამკლავებლად. პატრონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მტკიცე ვალდებულება ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით, კრიზისის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g