LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, თბილისში, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

576
SOLO

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება.

Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პროექტი, რომელიც სცენაზე 2023 წელს დაბრუნდა, მათი სინგლი „Warrior“ კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჰიმნად იქცა.

Oscar and the Wolf – Max Colombie-ს პროექტია, ის ხშირად საკუთარ მუსიკას ახასიათებს როგორც „დისნეის მუსიკა მოზარდებისთვის“. Max-ის დებიუტი 2014 წელს შედგა, შემდეგ კი ალბომით „Entity“ მან ჟანრობრივი საზღვრები დაარღვია, შეუფერხებლად შეურია პოპი, R&B, EDM და ალტერნატიული ელემენტები ერთ უნიკალურ და აღიარებულ ჟღერადობაში.

მსმენელები აღნიშნავენ, რომ Max-ის ლაივ შოუები მაგნიტურია, რომლის ფარგლებშიც, ვიზუალური ეფექტების და დაუფარავი ემოციების შერწყმა ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას. Max-ის უნარი, ერთდროულად გამოხატოს მელანქოლიაც და ეიფორიაც, კვალდაკვალ ჩანს მის მთელ კარიერაში – ფოლკისა და დრიმ პოპის ჟღერადობიდან დებიუტურ ალბომში, კლუბური ტონების მქონე „Infinity“ (2017) და მზის სხივებით გაჟღენთილი სინთპოპის მიმართულებით ალბომში „The Shimmer“ (2022).

მას ჰყავს ერთგული მსმენელების არმია და გამორჩეული ადგილი უჭირავს უდიდეს ფესტივალებზე, მათ შორის Pukkelpop-სა და Tomorrowland-ზე. Max-ის გავლენა სცილდება მხოლოდ მუსიკალურ სფეროს – ის ქმნიდა საუნდტრეკებს ცნობილი დიზაინერის Dries Van Noten-ის მოდის ჩვენებებისთვის.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

SOLO მომხმარებლები, SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g