რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი ამტკიცებს, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული მისი ვაჟის ფოტოები პროვოკაციაა. მედიამ გაარკვია, რომ დანილ სოლოვიოვი ლონდონში მოდელად მუშაობს. ამის დამადასტურებელი ფოტოები მედიაში უკვე გავრცელდა, სადაც დანილ სოლოვიოვი ქალის ფორმაში გამოწყობილი პოზირებს. ეს იმ ფონზე, როცა თავად ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ის მოსკოვში სწავლობდა.
„ჩემი შვილი ახალგაზრდა, ლამაზი ბიჭია, მოდელის გარეგნობით, ის ასევე მუსიკოსია და იღებს ფილმებს, მათ შორის მართლმადიდებლურ სიწმინდეებზე, ის ძალიან მორწმუნეა და მას ახლა ამ სიბინძურეში სვრიან“ – ამბობს განრისხებული სოლოვიოვი.
კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი ეთერში ნაცემი გამოჩნდა – რუსული მედია ვერსიებს ამუშავებს
„პუტინი ამ ომს ვერ წააგებს, ნერვებს ნუ მიშლით“ – ვლადიმერ სოლოვიოვი ისტერიკაში ჩავარდა