აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 120-ჯერ დაარღვია, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალები აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს როგორც სომხეთის, ისე – მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან, საპასუხოდ კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 121-ჯერ გასროლით უპასუხეს.
თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ.თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმება დაარღვია აზერბაიჯანულმა მხარემ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 163-ჯერ ესროლეს მსხვილკალიბრიანი ცეცლსასროლი იარაღიდან სომხეთითის სამხედრო პოსტებს.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეები 5 აპრილს შეთანხმდნენ.