LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთი მზადაა, ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს

151
348378211_1206198930094824_8784515621302746900_n

სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის გარანტიების მიღების შემდეგ, სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 22 მაისის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„86,6 ათასი კვ. კილომეტრი ტერიტორია მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. თუმცა, უნდა დავაფიქსიროთ, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები სტეპანაკერტი-ბაქოს დიალოგის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

პუტინი: ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს - ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას.“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან ასევე მოითხოვა საერთაშორისო გარანტიები მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის და გამოთქვა შეშფოთება, რომ სხვაგვარად აზერბაიჯანმა, შესაძლოა, რეგიონში ეთნიკური წმენდა განახორციელოს.

აღნიშნულის თაობაზე საპასუხო განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება გარდაუვალია.

როგორც ილჰამ ალიევმა ვილნიუსში ვიზიტისას, ლიეტუველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედას ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ მიზნის მისაღწევად აზერბაიჯანი ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მიმართავს.

„იმედი გვაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, სამშვიდობო მოლაპარაკებები კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს.

„მთელი მსოფლიოს წინაშე ვმშიმშილობთ და ვიყინებით ჩვენს შვილებთან ერთად. აზერბაიჯანი აგრძელებს ჩვენს ბლოკადას“ – ყარაბაღელი ქალები ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავენ

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული მიწები მრავალი წლის განმავლობაში, დაახლოებით 30 წელი, ოკუპირებული იყო, ერთი მილიონი აზერბაიჯანელი ამ ოკუპაციის შედეგად იყო განდევნილი მშობლიური მიწებიდან, ჩვენი მიწის თითქმის 20 პროცენტი იყო ოკუპირებული, დაპყრობილ ტერიტორიებზე ოკუპანტების მიერ იყო დანგრეული თითქმის მთელი ინფრასტრუქტურა, შენობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამშვიდობო შეთანხმება გარდაუვალია და ჩვენი მხრიდან, ამ მიზნის მისაღწევად, ყველა კონსტრუქციულ ძალისხმევას მივმართავთ“. – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტიური მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g