LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის იერიში ქალაქ ბარდაზე – დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი

68
1602138980-dfvdfvv

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ბარდაზე.

აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტო News.az-მა ცოტა ხნის წინ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ იერიშის შედეგად, სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

თავდასხმის შედეგად დაზიანებული შენობებისა და დამწვარი ავტომობილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ავრცელებენ მოქალაქეებიც.

სპეციალური მიმართვა გაავრცელა აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ და სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ნათესავებს მიუსამძიმრა.

დღესვე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეპანიანმა სიციალურ ქსელ Facebook–ში დაწერა, რომ სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის მოიერიშე ჩამოაგდო.

ყარაბაღის კონფლიქტი 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის შუამავლობით, სამჯერ გაფორმდა ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამივე შემთხვევაში, ჰუმანიტარული ზავის პირობების დაცვა რამდენიმე საათით მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g