LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

116
სომხეთი ევროკავშირი

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.

„კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, გადაწყვეტილება მიღებულია”. – განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნა. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ თვეში მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g