LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრეზიდენტი 26 მაისს საქართველოში ჩამოვა

127

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი 26 მაისს საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

სატელეფონო საუბრისას, რომლის ინიციატორი სომხეთის პრეზიდენტი იყო, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველო – სომხეთის ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტს არმენ სარგსიანმა ინფორმაცია მიაწოდა სომხეთში არსებული ვითარების შესახებ.აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოს კეთილდღეობა.

“არმენ სარგსიანმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, დაადასტურა საქართველოში ვიზიტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით 26 მაისს შედგება.

სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვევა საქართველოს და გაიზიარებს ქართველი ხალხის საზეიმო განწყობას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g