LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა

111
არმენ სარქსიანი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი გადადგა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ არის ემოციურ ფონზე მიღებული და ის გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

„უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარქისიანმა სომეხ ხალხს, ჯარს, თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები