LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ტერაქტები აღკვეთეს

78

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში მომზადების სტადიაზე მყოფი რამდენიმე მძიმე დანაშაული, მათ შორის ტერაქტები აღკვეთეს ამის შესახებ უწყების საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ აშშ-ს მოქალაქე რ.კ.-მ 2017 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაარეგისტრირა ყალბი პროფილი, რომლიდანაც დაჯგუფება “სამართლიანობის სახელით მებრძოლების”, მისი ტაქტიკის, დისციპლინის, უსაფრთხოებისა და კონსპირაციის ზომების შესახებ მასალებს ავრცელებდა.

“აშშ-ს მოქალაქე რ.კ. ძებნაშია გამოცხადებული. საქმეზე არსებული მასალები გადაცემულია აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებისთვის,” – აღნიშნულია სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ აღნიშნული პირი სომხეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g