LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი გაიზრდება

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი გაიზრდება, თუმცა ეს გავლენას არ იქონიებს საბოლოო მომხმარებელზე.

„გაზის მიწოდების ორი რგოლი არსებობს – „გაზპრომი“ გაზს კომპანია „გაზპრომი სომხეთს“ აწვდის, რომელიც თავის მხრივ მომხმარებლებს ამარაგებს. გამოვიდა ისე, რომ „გაზპრომმა“ და „გაზპრომ სომხეთმა“ უნდა გადახედონ ფასს, ტარიფები გაიზრდება, თუმცა შიდა რეგულირების წყალობით ცვლილებები საბოლოო მომხმარებელს არ შეეხება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომლის დროსაც აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მიღწეული – არ მოხდეს ტარიფის გაზრდა მომხმარებლებისთვის ახლო მომავალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g