LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს: ნიკოლ ფაშინიანი

84
ნიკოლ ფაშინიანი

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს“,- ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოლაპარაკებები უნდა შედგეს, რისთვისაც სომხეთი მზად არის.

„ვფიქრობთ, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შედგეს. სომხეთი ამისთვის მზად არის. ჩვენ ასევე გვაქვს სამშვიდობო დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დღის წესრიგი. მაგრამ რაიმე ხელშეკრულების გაფორმებამდე მოლაპარაკებები უნდა შედგეს. სომხეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ საკითხის განხილვა პრობლემების გადაჭრას ემსახურება“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g