სომხეთის რესპუბლიკამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საგანგებო სხდომაზე მიიღეს. მდგომარეობის გამოცხადება უკავშირდება ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებას. ინფორმაციას ადგილობრივი რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან 16 აპრილამდე შენარჩუნდება.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სომხეთში ახალი კორონავირუსის 30-მდე შემთხვევაა დადასტურებული, 300-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაში იმყოფება.
