სომხეთში სამხედრო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“მზად იყავით სამშობლოს დასაცავად” – ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებები განახლდა
„მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება. გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის.
მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“,- წერს ფაშინიანი.
ცნობისთვის, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა თვითგამოცხადებული ყარაბაღის დე ფაქტო ლიდერმა, არაიკ არუთინიანმაც და ყველა სრულწლოვან კაცს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
3 მიზეზი, რატომ განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და როდის აღმოჩნდება საქართველო მასში ჩართული