LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხური მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს, ისინი სახლებს წვავენ

390
maxresdefault

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს, სომხური მოსახლეობა სახლებს წვავს. ამის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალებს ინტერნეტში სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ. ამ ეტაპზე ქალაქ კარვაჩარიდან სომხების მასიური გადასახლება ხდება.

ქალაქი კარვაჩარი, რომელიც კელბაჯარის რაიონში მდებარეობს, სამმხრივი შეთანხმების შედეგად 15 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარება.

9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g