LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony–მ ახალი PlayStation–ის ფასი გაამხილა

413
sonyplaystation5

Sony–მ ახალი PlayStation–ის ფასი გაამხილა. პროდუქტი 499 დოლარი ღირს, ისევე როგორც Microsoft–ის Xbox Series X.

PS5 12 ნოემბერს გამოვა და დასაწყისისთვის შტატებში, იაპონიაში, კანადაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ კორეაში გაიყიდება. სხვა ქვეყნებისთვის კი პრემიერა 19 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. როგორც „სონიმ“ დააზუსტა, ჩინეთის საპრემიერო თარიღი ჯერ ისევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეეხება Xbox Series X–ს, მისი პრეზენტაცია 10 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი, ანუ Microsoft „სონის“ მთელი ორი დღით უსწრებს და გარდა ამისა, შედარებით ეკონომიური ვერსიის 299 დოლარად გაყიდვასაც გეგმავს.

თუმცა, როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ორი გაჯეტის გამოსვლის თარიღებს შორის არსებული სხვაობა გაყიდვების თვალსაზრისით დიდ გავლენას არ მოახდენს.

„ხალხმა ისედაც იცის თუ რომელ ბანაკს მიეკუთვნება. როგორც ანდროიდის და აიფონის მომხმარებლების შემთხვევაში, ორივე ბრენდს თავისი აუდიტორია ყავს.“

კომპიუტერული თამაშების ანალიტიკოსთა ვარაუდით, „სონი“ Microsoft–ს ისევ აჯობებს და 2024 წლამდე 67 მილიონ PS5–ს გაყიდის. Microsoft–ის მაჩვენებელი კი მხოლოდ 44 მილიონი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g