ლისის ტბასთან წიწვოვანი ხეებია დამწვარი, ვიდეოს „ფეისბუქზე“ ლევან ხაბეიშვილი აქვეყნებს. კადრებში ჩანს ნაძვები, რომლებსაც ძირები აქვს დამწვარი.ხაბეიშვილი ვიდეოში აღნიშნავს, რომ ადგილზე ხანძარი არ გაჩენილა, რადგან მხოლოდ ნაძვების ძირებია დამწვარი, ხეებს შორის ტერიტორიაზე კი ცეცხლის კვალი არ ჩანს.
ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ვიღაცის ბიზნესინტერესებს ემსახურება.
„ფორტუნა“ ინფორმაციას შესაბამის უწყებებთან გადაამოწმებს.