”ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებლის სოსო ფხაკაძის განცხადებით, თითოეულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდეს.
როგორც მან აღნიშნა, კურსის პროგნოზირება რთულია, თუმცა, სავარაუდოა, რომ მასზე გარკვეულწილად საგარეო ფაქტორებმა იმოქმედეს.
”სამწუხაროდ, არა მარტო ჩვენს ვალუტაზე. ვსაუბრობ, დიდ ბრიტანეთში უკანასკნელ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან უფრო ნათელი სურათი უნდა ჩამოყალიბდეს შიდა სავალუტო ბაზარზე და ის ტენდენცია, რაც აქამდე იყო კურსის გამყარებასთან მიმართებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შენარჩუნდეს” – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
