LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო პავლიაშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა – ემოციური ჯვრისწერა 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ (ვიდეო)

1715
BeFunky-collage (6)

20 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სოსო პავლიაშვილმა საკუთარი შვილების დედაზე იქორწინა და საზოგადოებას ცერემონიალის ამსახველი სურათების შემდეგ, ჯვრისწერის ვიდეოც წარუდგინა.

როგორც ჩანს, ჯვრისწერამ მოკრძალებულად ჩაიარა. ცერემონიალს წყვილის ახლობლები ესწრებოდნენ.

ვიდეოში ჩანს, რომ პავლიაშვილმა ჯვრისწერის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.

„სიმღერა “შენთან ყოფნა” სიყვარულის ჰიმნია და ჩემს მეუღლეს, ირინას, მივუძღვენი. აუცილებლად უნდა დავაფასოთ, გვიყვარდეს, პატივს ვცემდეთ და ხელის გულზე ვატარებდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მთავარი მუზა და ცხოვრების თანამგზავრები არიან.“ – წერს სოციალურ ქსელში სოსო პავლიაშვილი.

ვიდეოზე ირინა პატლახის ძმამ იმუშავა და როგორც მომღერალი წერს, ამ ვიდეოს სახით მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა.

სოსო პავლიაშვილი და ირინა პატლახი თითქმის 20 წელია რაც ერთად არიან, თუმცა მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს ურთიერთობას ოფიციალური სახე ჰქონოდა.

წყვილს ორი შვილი ჰყავს – ელიზაბეტი და სანდრა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები