LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: არ არსებობს სანქცია, რომლითაც საქართველო არ დაზარალდება და რუსეთს საფრთხეს შეუქმნის

57
fcscscscs

“არ არსებობს არცერთი სანქცია, რომელსაც დავაწესებთ და ამით საქართველო არ დაზარალდება და ამით რუსეთს რაიმე საფრთხე შეექმნება,” – ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიზანია, რომ საქართველო დაზარალდეს.

“რატომღაც, ჩვენს ოპოზიციას არ უნდა, ეს გაიგოს, ან პირიქით, უნდათ, ძალიან კარგად ესმით, მაგრამ სწორედ ეს უნდათ, რომ საქართველო დაზიანდეს, ქართველ ხალხს შეექმნას პრობლემა, რომ შემდეგ ეს უკმაყოფილება იქნებ გადაზარდონ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებში, ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის ბრძოლაში. ან კიდევ უფრო მეტი – იქნებ როგორმე მოახერხონ საქართველოს ომში ჩათრევა,” – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g