„ე.ი. რა გამოდის: დაახლოებით ორი წლის წინ გიული ალასანიამ „ქართული ოცნების“ შეკვეთით თქვა, რომ მისი შვილი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტია” , – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი, პარტიის „საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა: „ქართულ ოცნებას“ გიული ალასანია დასჭირდა, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს“.
სუბარის თქმით, გახარიას მხილების დრო დადგა
„ე.ი. რა გამოდის: დაახლოებით ორი წლის წინ გიული ალასანიამ „ქართული ოცნების“ შეკვეთით თქვა, რომ მისი შვილი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის აგენტია, „ნაციონალური მოძრაობა“ – პარაზიტების პარტია, ხოლო ნოდარ მელაძე – „ეფესბეს“ აგენტი და გამხმოვანებელი. და ეს ყველაფერი იმისთვის დასჭირდათ, რომ სხვათა შორის მიეყოლებინათ, გიორგი გახარიაც რუსეთის აგენტია, ოღონდ უპერსპექტივოო. თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და ორი წლის შემდეგ გამოაგდეს. ახლა დადგა გახარიას მხილების დრო. შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია“, – წერს სოზარ სუბარი.
