LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: „თუ რაიმე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ.. კარგი იქნება, სამხედრო დახმარება იმას გაუწიონ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“

125
სოზარ სუბარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომლის თანაცმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ეხმიანება.

სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის ვეტოს სამართლიანად დაძლევენ, მისივე განცხადებით, აშშ-დან „არაფერ ზომებს არ ელოდებიან“.

,,მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო” – აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

„კომიტეტი 27 მაისს იქნება, პლენარული სხდომა კი 28-ში, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება მარტივად და სამართლიანად..

არაფერ ზომებს არ ველოდებით. თუ რაიმე დადებითი გადაწყვეტილება უნდოდათ, ეს შეეძლოთ შარშან გაეკეთებინათ, მათ შორის ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამ წუთას ყველაზე მეტად ვისაც სამხედრო დახმარება სჭირდება, კარგი იქნება, იმას გაუწიონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი ასევე გამოეხმაურა აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქცირების საკითხს და თქვა, რომ „ვერანაირი სანქციებით ვერ დაააშინებენ“.

პეტერ ფიშერი – თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას

„არანაირ სანქციებს არ ველოდებით და ვერანაირი სანქციებით ვერ დაგვაშინებენ, როდესაც ქვეყნის ბედზეა საუბარი, საქართველო უნდა გადავარჩინოთ, მშვიდობა უნდა შევინარჩუნოთ – ესაა მთავარი. მშვიდობის გარეშე არც ევროკავშირი იქნება, არც სახელმწიფო გვექნება და აღარც სიცოცხლე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველო, სახელმწიფო და არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. არ დავუშვებთ იმას, რაც ბევრ უკრაინულ ქალაქში ხდება“, – თქვა სოზარ სუბარმა.

The Financial Times: „რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით გამოდის – ვარიანტები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის ფულადი სახსრების გაყინვას მოიცავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები