საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდება, საქართველოს მთავრობა მზადაა უკრაინელი ლტოლვილები მიიღოს. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“მინდა უკრაინას გამარჯვება და რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი ვუსურვო, საქართველოს მთავრობის მხრიდან, დახმარების პირველი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ფრენების გადადების გამო საქართველოში დარჩნენ. ჩვენ მზად ვართ, მათ ყველანაირი დახმარება გავუწიოთ. ისინი, აბსოლუტურად უსასყიდლოდ სასტუმროებში უკვე განთავსდნენ.
იმედია ის დაძაბული ვითარება, რაც უკრაინაშია მალე დამთავრდება, თუ არა და ჩვენ მზად ვართ ასევე მივიღოთ უკრაინიდან ლტოლვილები, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ 2014 წლის ომის შემდეგაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება
