LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SpeakUp მოსწავლეებს სასწავლო წიგნებით უზრუნველყოფს

93

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი SpeakUp იმ მოსწავლეს, რომელიც ცენტრში 1 ოქტომბრამდე დარეგისტრირდება, სასწავლო წიგნებით უზრუნველყოფს. ამასთან, თუ ერთი ოჯახიდან 2, ან მეტი წევრი გადაწყვეტს SpeakUp-ში სწავლას, ისინი 10-%იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

როგორც ”ფორტუნას” SpeakUp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაგდა ორმოცაძემ განუცხადა, ინგლისური ენის ეს  სასწავლო ცენტრი სულ რამდენიმე დღეა გაიხსნა და მოსწავლეთა შორის უკვე პოპულარობით სარგებლობს. ”იმის ფონზე, რომ ახალი გახსნილები ვართ, საკმაოდ მზარდია მოთხოვნა ჩვენთან სწავლაზე.   SpeakUp-ის კურსები მორგებულია ყველა თაობის მსმენელის სასწავლო დონეს. სწავლების მარტივი მეთოდები კი ხელს უწყობს მოსწავლის სწრაფ განვითარებას”, – აღნიშნა ორმოცაძემ.

მისივე ინფორმაციით, SpeakUp დაინტერესებულ პირებს რამდენიმე კურსს სთავაზობს. ესენია: ზოგადი ინგლისური მოზარდებისთვის, სასაუბრო ინგლისური მოზარდებისთვის, კურსი ბავშვებისთვის, კურსი ეროვნული გამოცდებისთვის, გრამატიკის ინტენსიური კურსი,  საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი და ასევე სპეც-კურსი სალაპარაკო ინგლისურისთვის. რაც შეეხება სწავლების ღირებულებას ის 90 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე ადის.

”სწავლება ხდება ჯგუფურად. 5-დან 12 წლამდე ბავშვების პროგრამა 90 ლარი ღირს, სალაპარაკო და ზოგადი ინგლისურის კურსი- 130 ლარი,  საატეტსატო გამოცდის და აბიტურიენტების კურსი- 150 ლარი,  ერთ თვიანი სპეც-კურსი -360 ლარი, ხოლო გრამატიკის ინტენსიური კურსი- 400 ლარი.  ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში კი ეს თანხა ორმაგდება”, – განაცხადა SpeakUp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. მისივე თქმით, ღირებულებაში შედის 12 გაკვეთილი. ამასთან, უახლოეს პერიოდში სასწავლო ცენტრში ინგლისელ პედაგოგს ელიან, რომელიც მოსწავლეებს სალაპარაკო ინგლისურს შეასწავლის.

ცნობისთვის, ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი SpeakUp  მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გაიხსნა. კომპანია ამჯერად მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ რეგიონებში გასვლასაც გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g