LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SpeakUp –ში ინგლისურის სწავლებაზე ფასდაკლება დაიწყო

114

ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი SpeakUp  მოსწავლეებს ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც ”ფორტუნას” SpeakUp-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაგდა ორმოცაძემ განუცხადა,  სასწავლო ცენტრში 20 და 10 %-იანია ფასდაკლებები მიმდინარეობს.

”ჩვენთან სწავლების მსურველთათვის, რამდენიმე კურსზე ფასდაკლების აქცია დავიწყეთ. 20 %- იანი ფასდაკლება ვრცელდება  სალაპარაკო ინგლისურის კურსებზე, ასევე  ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსზე. ამასთან, გვაქვს  10 % -იანი ფასდაკლება ბავშვების კურსზე”, – აღნიშნა ორმოცაძემ.

მისივე ინფორმაციით, SpeakUp-ი თანამშრომლობას ორგანიზაციებთანაც გეგმავს. კორპორატიულ ჯგუფებს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი სწავლების დაბალ საფასურს შესთავაზებს.

როგორც SpeakUp-ის დამფუძნებელმა განმარტა, ინგლისური ენის  ეს  სასწავლო ცენტრი სულ ცოტა ხნის წინ  გაიხსნა და მოსწავლეთა შორის უკვე პოპულარობით სარგებლობს. ”იმის ფონზე, რომ ახალი გახსნილები ვართ, საკმაოდ მზარდია მოთხოვნა ჩვენთან სწავლაზე.   SpeakUp-ის კურსები მორგებულია ყველა თაობის მსმენელის სასწავლო დონეს. სწავლების მარტივი მეთოდები კი ხელს უწყობს მოსწავლის სწრაფ განვითარებას”, – აღნიშნა ორმოცაძემ და დასძინა, რომ SpeakUp დაინტერესებულ პირებს რამდენიმე კურსს სთავაზობს. ესენია: ზოგადი ინგლისური მოზარდებისთვის, სასაუბრო ინგლისური მოზარდებისთვის, კურსი ბავშვებისთვის, კურსი ეროვნული გამოცდებისთვის, გრამატიკის ინტენსიური კურსი,  საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი და ასევე სპეც-კურსი სალაპარაკო ინგლისურისთვის. რაც შეეხება სწავლების ღირებულებას ის 90 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი SpeakUp  მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გაიხსნა. კომპანია ამჯერად მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ რეგიონებში გასვლასაც გეგმავს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: speakupge.wordpress.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g