დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალური ქსელში გერმანელ ექსპერტებთან ერთად ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მოწვეულ სპეციალისტებთან შეხვედრა წარმატებით შედგა, რადგან მათ საერთო ენის გამონახვა შეძლეს.
“გერმანელ სპეციალისტებთან დღეს დილით შეხვედრა შედგა! ერთ ენაზე ვმეტყველებთ სპეციალისტები!” – წერს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები დედაქალაქის მერიამ რამდენიმე დღის წინ, ვაშლიჯვრის ფერდობზე განვითარებული მეწყერის საშიშროების შესასწავლად მოიწვიეს. პირველადი შეფასებით, სპეციალისტმა განაცხადა, რომ საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს.