LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკითხი კომპლექსურია, მისი ერთი კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს – გერმანელი ექსპერტების პირველი დასკვნა

204
778

თბილისის მერიის მიერ მოწვეული ინჟინერ-გეოლოგის პეტერ ნიუმანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება.

„უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები.

„უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, განვაგრძოთ გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები.

საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ვაშლიჯვრიას მოსახლეობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრია და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს – სეისმოლოგების საგანგებო განცხადება

ეს არ არის კლასიკური მეწყერი, საბოლოო ჯამში, გადაადგილება დიდ ლოდებად დამსხვრევას გამოიწვევს: ლაშა სუხიშვილი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g