ვითარება დაუყოვნებლივ საჭიროებს დამატებით კვლევებს, პირველადი დათვალიერებით კი ჩანს, რომ საფრთხე რეალურია, – ეს განცხადება ვაშლიჯვარი ნუცუბიძის გზაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალისტებმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
სეისმოლოგების განცხადებით, პროცესები არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე არის პროვოცირებული.
“ეს მეწყერი სხვადასხვა მიმართულებით მოითხოვს დამატებით კვლევებს. ვიზუალური დაკვირვებით რაც გავზომეთ, რაც ჩანს მოწყვეტილი სიღრმე დაახლოებით 10 მეტრი და ნახევარი მილიონი კუბია, რაც შესაძლოა მოწყდეს მაპროვოცირებელი მოვლენების შემთხვევაში და ეს მასა წამოვიდეს ქვევით. ეს არის პირველადი დაკვირვება”- აცხადებს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში თბილისის მერის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურნენ გერმანელი ექსპერტების ჩართვის შესახებ.
ორშაბათს ველოდებით გერმანიიდან სპეციალისტებს – კალაძე მეწყრულ პროცესზე
“ზოგადად, ჩვენ უცხოელ სპეციალისტებს ყოველთვის მივესალმებით. იმედია კვალიფიციური კადრი იქნება და დაგვეხმარებიან.”
სპეციალისტები ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად უხვ ნალექსაც ასახელებენ.
ცნობისთვის, თბილისის მერია აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.