რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სპეციალისტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე იმყოფებიან, ადგილზე აკვირდებიან სიტუაციას და ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება. მათივე ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.
14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.