დღეს ყველა წამყვანი გამოცემა არკვევს, რა სჭირდა დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე პრინც უილიამისა და მეგან მარკლის უმცროს ვაჟს, პატარა ლუის. მისმა ქცევამ მედიის ყურადღება მიიქცია, რადგან პატარა მონარქი წამითაც კი არ გაჩერებულა. ის ხან ცეკვავდა, ხან სკამებს შორის დარბოდა, ხან დედას აბრაზებდა და ხანაც, დას თმებზე ექაჩებოდა.
სოციალურ ქსელებში აქტიურად მიდის პრინც ლუის ქმედებების განხილვა. მაგალითად ფაქტის კომენტირებისას ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ლუის საქციელში ქცევითი დარღვევები იკვეთება, რაც მის აგრესიულ მანერებზე მიანიშნებს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას ნევროლოგის დახმარება სჭირდება. ამ შეფასებებს მალევე მოჰყვა სამეფო ოჯახის გულშემატკივართა კომენტარები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლუი უბრალოდ ბავშვია და როგორ ყველა პატარას, ეს საქციელი მასაც ეპატიება.
დაუმორჩილებელი პრინცი ლუი დედას აბრაზებს – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს
პრინცი ლუის ახალი ფოტოები ყველა წამყვანი მედიის გარეკანზე მოხვდა