რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება დედა სიდონია, რომელმაც შსს-ს წარმომდგენლებთან სცადა გასაუბრება.
„დღეს სპეციალურად ჩამოვედი უკრაინიდან ამ ბავშვებისთვის, აქ მოვედი, რომ გთხოვოთ, არ სცემოთ ბავშვებს. თქვენ და ისინი ჩემთვის ერთნი ხართ, ორივე მხარე ერთნაირია ჩემთვის…“ – მიმართა მან პოლიციის თანამშრომლებს.