LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს

86

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება -ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-მა” ყოფილი პრემიერის ადვოკატის განცხადების საფუძველზე გაავრცელა.

ადვოკატი ამბობს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და შესაძლოა, ვანო მერაბიშვილს წამლავენ. გიორგი ჩივიაშვილი მომავალ კვირას ციხის ადმინისტრაციას გამოკვლევების ჩატარების მოთხოვნით მიმართავს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის მოწამვლის ფაქტს გამორიცხავს. მათი განმარტებით, ბოლო პერიოდში, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g