ბათუმში, „მეტრო ჰოლდინგის“ ოფისში სპეცრაზმია მობილიზებული.
ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია, თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი, რომელიც ამავე სასტუმროს მფლობელია.
ამ წუთებში, სავაჭრო ცენტრში, სადაც მისი საცხოვრებელი აპარტამენტებია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციითვე, სავაჭრო ცენტრის დირექტორთა ნაწილს დაყადაღებულ აქვს საბანკო ანგარიშები.
„ფორტუნას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს, რომ ამ ეტაპზე „მეტრო ჰოლდინგის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ფორტუნა“ ცდილობს მეტი დეტალის მოპოვებას.