LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

106

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის უკიდურესად გართულმდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის თითქმის ორი კვირა იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.

თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთში კლინიკა “კოჩ-ჰოსპიტალში” უნდა გადაეყვანათ. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ტექნიკურ დეტალებს აგვარებდნენ.

კოჩ-ჰოსპიტალში” დაჭრილი ახალგაზრდის გადაყვანას ოჯახი ითხოვდა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები