LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმელი თანასოფლელის სასტიკად ცემას არ აღიარებს – პროკურორის ცნობით, მიიმალა 1 პირი, რომელსაც ამ საქმეზე მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

158
სპეცრაზმელის საქმე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე დაკავებული დემეტრე რევაზიშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც რევაზიშვილის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემი მოქალაქის სანახავად მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებულმა საერთო ნაცნობთან, ასევე მათ თანსაოფლელთან დარეკა და დახმარება ითხოვა.

გარდა ამისა, დღეს, რევაზიშვილის სასამართლო პროცესის მსვლელობისას, პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ მედიას უთხრა, რომ მიმალვაში იმყოფება ასევე ერთი პირი, რომელსაც განზრახი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. 

„მეორე პირი მიმალვაშია და უკვე ბრალდებულია, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებლად ბრალდების შესახებ დადგენილება და კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ ასევე სასამართლოს მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე. მას განზრახი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ვედავებით“, – განაცხადა პროკურორმამ ალექსანდრე ჩხეიძემ.

რაც შეეხება დაკავებულ დემეტრე რევაზაშვილს, მას სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 29 ივლისს მოხდა. შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა თანასოფლელს მძიმე დაზიანება მიაყენა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები