LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმის კოლონა პარლამენტისკენ დაიძრა – სპეცრაზმი აქციის მონაწილეთა პირისპირ

292
69736551-550395545778763-5702657752275353600-n

გაფრთხილებიდან 40 წუთის შემდეგ რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა სამართალდამცავთა კოლონა პარლამენტის შენობის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, საპატრულო პოიცია, ჯავშანტექნიკა, ყვითელი ავტობუსები, ჭავლის მანქანა, სასწრაფო და სახანძროს მანქანები.

სამართალდამცველთა კოლონა განლაგდა რუსთაველის გამზირზე, ხოლო ჩიტაძის მხრიდან სხვა ჯგუფი მიემართება აქციის მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ აქციის ორგანიზატორები წინასწარ გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, თუმცა მათ პიკეტირების მოხსნაზე უარი განაცხადეს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს არბევს (ვიდეო)

პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიუახლოვდა სპეცრაზმი და პირისპირ მოხდა მათი შეხვედრა აქციის მონაწილეებთან. ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები ხელებაწეულები ხვდებიან სამართადამცველებს.

ვითარება ყოველ წუთს იძაბება. პარლამენტის უკანა შესასვლელთან იმყოფება ნიკა მელია და გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებთან ერთად და მოუწოდებენ პოლიციას არ დაარბიონ მშვიდობიანი აქცია და არ გამოიყენონ ძალა მოსახლეობის წინააღმდეგ.

ოპოზიცია დაშლას და პიკეტირების მოხსნას არ აპირებს. სპეცრაზმი ტერიტორიის დასუფთავებას და კარვების აღებას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g