LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრეისის ბილეთის ფასი 199 ევრო: ქართველების სამშობლოში დასაბრუნებელი გეგმა გაწერილია

574
1 დაბრუნება სამსობლოში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, სპეცრეისის ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. დავით ზალკალიანის განმარტებით, საელჩოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ შესაბამის უწყებებთან, რომ უახლოეს დღეებში განხორციელდეს ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში გადმოყვანა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბილეთის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ავიარეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ეს ჭერი მტკიცედ და მყარად იყოს დაცული ავიაკომპანიის მიერ. ჩვენი ყველა საელჩო 24-საათიან რეჟიმში აგროვებს ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ავიაკომპანიასთან ერთად, ეტაპობრივად დავგეგმავთ სხვა მიმართულების სპეცრეისებსაც“, – განაცხადა ზალკალიანმა.

პრემიერი ბიზნესს აფრთხილებს – თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ამისთვის პასუხს აგებენ

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებელ გეგმას, უახლოესი ნაბიჯი არის კვირის განმავლობაში დაგეგმილი ორი რეისი. მათ შორის ბერლინიდან. მთავრობის გეგმის მიხედვით, ხვალ საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთიდან ბერძნული ავიაკომპანიის მეშვეობით ჩამოფრინდებიან.

„კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ კონცენტრირებული ბერლინში და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში. საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში. ხვალ შესრულდება საბერძნეთის ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზების” რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს.

მომდევნო კვირას, 26 მარტს განხორციელდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი-ამსტერდმი-თბილისის რეისი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ – 3 აპრილი: თბილისი- ვარშავა-თბილისი; 7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი; 10 აპრილი: თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ შემდეგი რეისების დაგეგმვაზე“, – განაცხადა  დავით ზალკალიანმა.

პოპულალურები