LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა

99
Pharmacist holding medicine box and capsule pack in pharmacy drugstore.

სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ სპინალურ კუნთოვანი ატროფიის ძვირად ღირებული მედიკამენტები შეისყიდა და შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარზე უსასყიდლოდ გასცემს.

სახელმწიფომ სპეციფიკური პრეპარატის 1 წლის დოზა სრულად დააფინანსა.

„პრეპარატი განსაკუთრებული ეფექტიანობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს არის პატარა მოლეკულა, რომელიც სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ზრდის SMN ცილის რაოდენობას, რომლის ნაკლებობა მნიშვნელოვან ორგანოებს აზიანებს. მოცემული მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას. სხვა მისი ანალოგებისგან განსხვავებით, მოცემული პრეპარატის გამოყენება სახლშიც შესაძლებელია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მედიკამენტის გაცემის პროცედურა მარტივია – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში მედიკამენტს უფასოდ იღებს.

პოპულალურები