LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify 20 წლის იუბილეს აღნიშნავს – სტრიმინგ-სერვისმა ბოლო ორი ათწლეული შეაჯამა

132
New Project

შვედური სტრიმინგ-სერვისი – Spotify დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, პლატფორმამ არსებობის ისტორიაში პირველად, ყველა დროის ყველაზე სტრიმვადი არტისტების, სიმღერებისა და ალბომების სია გამოაქვეყნა.

მონაცემები ასახავს ,,სფოთიფაის” ევოლუციას სტარტაპიდან გლობალურ მუსიკალურ გიგანტამდე და აჩვენებს, თუ რომელი არტისტები აყალიბებდნენ სტრიმინგ მუსიკის ეპოქას ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. 

Spotify-ის ყველა დროის ყველაზე მოსმენად შემსრულებლად, ტეილორ სვიფტი დასახელდა. მელომანები ბოლო 20 წლის განმავლობაში მუსიკალურ სერვისს განსაკუთებული სიხშირით სწორედ მის მოსასმენად სტუმრობდნენ.

ყველა დროის ყველაზე სტრიმვად სიმღერებს შორის ლიდერი the Weeknd-ის Blinding Lights აღმოჩნდა.

ყველა დროის ყველაზე პოპულარული ალბომების სიის სათავეში მოექცა ბედ ბანის მეექვსე სოლო სტუდიური ალბომი – Debí Tirar Más Fotos, რომლის რელიზი მიმდინარე წლის 5 იანვარს შედგა.

ცნობისთვის, შვედური სტრიმინგ-სერვისი – Spotify, 2006 წლიდან მუშაობს. ის ერთგვარ მუსიკალურ ბიბლიოთეკას წარმოადგენს მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან მასზე მილიონობით მუსიკალური კომპოზიციის მოსმენაა შესაძლებელი. სერვისი ოფიციალურად საქართველოში, 2021 წელს ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები