LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-ის, Apple Music-ის და Deezer-ის ჩარტების ერთპიროვნული ლიდერი ჰარის სტაილსის კომპოზიცია გახდა

173
page

ჰარი სტაილსმა კომპოზიცია As It Was მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს გაავრცელა, ის არტისტის მესამე სტუდიურ ალბომშია Harry’s House წარმოდგენილი. მას შემდეგ აღნიშნულმა ნამუშევარმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა. სულ ცოტა ხნის წინ კი Spotify-ის, Apple Music-ის და Deezer-ის ჩარტების სია გავრცელდა, სადაც სიმღერა ერთპიროვნული ლიდერია და პირველ ადგილზეა განთავსებული.

ამ მონაცემებით ჰარიმ ისეთი არტისტები ჩამოიტოვა უკან როგორებიც ედ შირანი, ტეილორ სვიფტი და ჯასტინ ბიბერი არიან.

„სფოთიფაის“ ცნობით, კომპოზიცია 1,5 მილიარდჯერ მოისმინეს, „იუთუბზე“ კი მას ამ დროისთვის 372,118,470 ნახვა აქვს.

დასამახსოვრებელი მელოდია, ამყოლი რიტმი და საინტერესო შინაარსი, – თავად ჰარი აცხადებს, რომ სიმღერა ერთგვარი მეტამორფოზის შესახებაა, ის ფიქრის, მარტოობის, ზრდისა და წინ და წინ სვლის პროცესს ასახავს.

„მე ჩემი შინაგანი მოგზაურობა მქონდა, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის საპოვნელად“ – ჰარი სტაილსი „როლინგ სტოუნის“ გარეკანზე

აშშ-ის უნივერსიტეტში ჰარი სტაილსის შესასწავლი კურსი ემატება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები