ავრილ ლავინის სადებიუტო სინგლმა – Complicated ,,სფოთიფაიზე” რეკორდი დაამყარა. სიმღერა არტისტის შემოქმედებიდან პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც პლატფორმაზე მილიარდ სტრიმს გადააჭარბა.
კანადელმა მომღერალმა კომპოზიცია 2002 წლის 11 მარტს გამოუშვა. ის წინ უძღოდა მის სადებიუტო სტუდიურ ალბომს – Let Go, რომლის რელიზი იმავე წლის 4 ივნისს შედგა.
აღსანიშნავია, რომ ლავინის პირველ დისკს, კომერციული წარმატება და კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოჰყვა. შედეგად, კარიერის საწყის ეტაპზე მას მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს – ,,გრემის” ხუთი, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიენიჭა.