სროლა თბილისის ცენტრში – არსებული ინფორმაციით, ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მიმავალ კაცს უკნიდან რამდენჯერმე ესროლეს. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
სროლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, რომ მან შეატყობინა პოლიციას.
“ძლივს დავაძინე ორი დაზაფრული ბავშვი 10 წუთის წინ. პირველად შეესწრენ გაცნობიერებულად რას ნიშნავს სროლა და დაჭრილი კაცის ხავილი “მიშველეთ” მათ საძინებელთან. დავრეკე მაშინვე პატრულში და წაიყვანა სასწრაფომ” – წერს თვითმხილველი და კომენტარებში აზუსტებს, რომ ვერაზე მომხდარ შემთხვევაზე წერს.